კოვიდი ლეიკემიის განვითარების შანსებს ზრდის?

სულ ნახვები : 373
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ომიკრონი“ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ რესპირაციული ვირუსია და იგივე სიმპტომებით ვლინდება, როგორც სხვა რესპირატორული ვირუსები, მათი დიფერენცირება სიმპტომატიკის მიხედვით რთულდება“ - ეს განცხადება გადაცემა ,,შუადღე live”-ს ეთერში პედიატრმა ეკა უბერმა გააკეთა. 

მედიკოსის განმარტებით ,,ომიკრონის“ მიმდინარეობა ბევრად უფრო მსუბუქია ვიდრე სხვა შტამების, მაგრამ გავრცელების მხრივ ბევრად უფრო მძლავრია, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. 

,,ადრეულ ასაკში ომიკრონი მსუბუქად მიმდინარეობს ვიდრე დელტა შტამი, მაგრამ მისი გავრცელება 105%-ით უფრო მაღალია ვიდრე დელტა შტამის შემთხვევაში და ეს არის ძალიან საყურადღებო, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში. ომიკრონის შემთხვევაში ცალკე გამონაყარი არ აღინიშნება, ძირითადად წინა პლანზე წამოწეულია ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ყურის ტკივილი, თავის ტკივილი ასევე დამახასიათებელია დიარეა, ნერვული სისტემის გაღიზიანება, გახშირებული ნაწლავთა მოქმედება და ა.შ.“, - განაცხადა უბერმა. 

ბერის თქმით ამერიკისა და ინგლისის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნების საფუძველზე დგინდება, რომ ადრეულ ასაკში გადატანილი კორონავირუსი, შესაძლებელია ლეიკემიის განვითარების რისკებს ზრდის. 

,,ინგლისის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დადებული მონაცემებით ვგებულობთ, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ,,ომიკრონის“ შემდგომი პერიოდი. ამავე კვლევების მიხედვით ვგებულობთ იმასაც, რომ 4-5 წლის ასაკიდან, მოგვიანებით ასაკში კოვიდის გადატანის შემთხვევაში 1,5-ჯერ იზრდება ლეიკემიის განვითარების შანსები“, - განაცხადა უბერმა. 

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით 16 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსის 5 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა