ბიძინა კულუმბეგოვი: 50 წელს ზემოთ მოსახლეობას განსაკუთრებით ვთხოვთ, დაიმატონ ბუსტერული დოზა

სულ ნახვები : 330
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ჩვენ შეგვიძლია, 15-20 ათასი ყოველდღიურად ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევა, მინიმუმ შევამციროთ“ - ალერგოლოგ/იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით ,,ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების მიუხედავად, მისი მართვა შესაძლებელია თუ მოქალაქეების მხრიდან მედიკოსების რჩევები იქნება გათვალისწინებული. 

"რასაკვირველია, როდესაც „ომიკრონი“ მთლიანად იქნება დომინანტური ვარიანტი, ეს ქმნის ძალიან დიდ რისკს, რომ მოხდეს ინფექციის მასობრივი გავრცელება. შესაბამისად, პიკურ სიტუაციაში ქვეყნის შესვლა იგეგმება იანვრის ბოლო, თებერვლის პირველ კვირებში. 2 კვირის განმავლობაში ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება. იმ ადამიანების მაქსიმალური ძალისხმევა, ვისაც მესამე დოზა, ბუსტერი ესაჭიროება. 50 წელს ზემოთ მოსახლეობას განსაკუთრებით ვთხოვთ, დაიმატონ ბუსტერული დოზა და არ გადაავადონ არც ერთი დღის განმავლობაში . ასევ, ვატაროთ პირბადე. ჩვენ შეგვიძლია, 15-20 ათასი ყოველდღიურად ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევა, მინიმუმ შევამციროთ“, - აცხადებს კულუმბეგოვი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა