სად წავიდა გზების მოსაწესრიგებლად გამოყოფილი მილიონობით ლარი?!

სულ ნახვები : 259
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და ცენტრალურ მაგისტრალებზე საავტომობილო მოძრაობა ფაქტობრივად პარალიზებულია“ - ამ საკითხთან დაკავშირებით ენმ-ს ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა ხარვეზებზე და იმ ფინანსებზე, რომელიც გზებზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყო, თუმცა რეალურად პრობლემა ვერ მოგვარდა.

,,ჩვენ ვხედავთ თუ რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ამ ყველაფრის გამო, მდგომარეობა შეიძლება სასარგებლო იყოს ხელისუფლებისთვის, მაგრამ ძალიან საზიანოა მოსახლეობისთვის, ტურისტებისთვის ან ტრანზიტულად მოძრავი ადამიანებისთვის. ეს არის ქვეყნის სირცხვილი, როდესაც პარალიზებულია მაგისტრალი, წელს ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიდთოვლობამ შექმნა პრობლემები, მაგრამ ამისთვის არსებობს რეაგირების სამსახურები და არის მილიონობით ლარი გამოყოფილი“, - განაცხადა ბოტკოველმა. 

ბოტკოველმა ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა იმ ფულად სახსრებზე რომლებიც 2020 წლის შემდგომ გამოიყო გზებზე არსებული ან  სხვადასხვა სტიქიური მდგომარეობის დროს გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად. 

,,2020 წელს 566 მილიონი ლარი, რომელიც იყო გამოყოფილი გზების მოვლა-პატრონობისთვის და ზამთარში გზების საკითხის მოგვარებისთვის არ ვიცით სად წავიდა, ასევე გასულ წელს გამოყოფილი 541 მილიონი, რომელიც ასევე ამ საქმეს უნდა მოხმარებოდა, მაგრამ არ ეს თანხები ვიცით სად წავიდა და წელს 557 მილიონი ლარია გამოყოფილი გზების პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ვხედავთ რაც ხდება ახლა დიდთოვლობის დროს“, - განაცხადა ბოტკოველმა. 

ბოტკოველმა ბრიფინგზე იმ მუნიციპალიტეტებზეც ისაუბრა, სადაც დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები ამ დრომდე მოუგვარებელია. 

,,ჩვენ ვხედავთ პრობლემას, მაგრამ ვერ ვხედავთ მოგვარების გზებს და ფაქტებს. ქალაქების გაწმენდა მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიამ წამოწია წინა პლანზე ეს თემა. მინდა მივმართო მოსახლეობას, წელს ამ ყველაფერში უნდა დახარჯულიყო 700 მილიონ ლარამდე, მაგრამ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ფულს მიაქანებს ჯიბისკენ და არა პრობლემებისკენ“, - განაცხადა ბოტკოველმა. 

ცნობისთვის, გუშინ 15 იანვარს დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში და ავტობანზე, საავტომობილო მოძრაობა სრულად პარალიზებული იყო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა