მეუფე სტეფანე საქართველოში იმყოფება - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო?

სულ ნახვები : 351
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საპატრიარქო არ ადასტურებს. 

განცხადებაში, რომელიც საპატრიარქომ გამოაქვეყნა მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მეტიც, ის უკვე საქართველოში იმყოფება. 

,,სინამდვილეში, მიტროპოლიტი სტეფანე ამჟამად ექიმების ზედამხედველობით რეაბილიტაციის კურსს გადის და, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ პერიოდს იგი თბილისში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს.

მიტროპოლიტის დედაქალაქში დარჩენის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში მეუფემ დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად შეძლოს შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციისა თუ დახმარების მიღება.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დღეისათვის მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი იმყოფება თბილისში და რეაბილიტაციის დასრულებამდე, გარკვეული დროით, დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში დარჩება“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, მეუფე სტეფანე უგონო მდგომარეობაში 2022 წლის 2 იანვარს, საკუთარ კელიაში იპოვეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა