„აფხაზეთის სადღეგრძელოს რომ დალევენ ყანწებით ეგებ მაშინ მაინც შერცხვეთ“ - ინგა გრიგოლია

სულ ნახვები : 295
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„რა რთული დასანახები არიან გადიდკაცებული  პატარა კაცები!“ - ჟურნალისტი ინგა გრიგოლია facebook-ის გვერდზე, გუშინ 16 იანვარს აფხაზეთიდან დევნილი 52 წლის მამაკაცის თვითმკვლელობის ფაქტს ეხმიანება და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. 

გრიგოლიას თქმით, ის ფაქტი რომ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გუშინდელი ტრაგედიის გამო, გარდაცვლილის ოჯახს არ მიუსამძიმრა მოულოდნელი გადიდკაცებით არის გამოწვეული.

,, ნუთუ ასეთი რთულია გაბედო და აღმოთქვა, რომ წუხხარ და იზიარებ ადამიანის თვითმკვლელობის ტრაგედიას. რა პოლიტიკა… რა თანამდებობა… რა სავარძელი…. 

სისხლი რომ არ აქვთ, ეგეთებს მერეც არ უტყდებათ ხოლმე, როცა თანამდებობიდან აგდებენ, მაგრამ აფხაზეთის სადღეგრძელოს რომ დალევენ ყანწებით, ეგებ მაშინ მაინც შერცხვეთ ხოლმე, ჩუმად.. გულში… ვწუხვარ.. ვიზიარებ-თქვი და მერე გააგრძელე ის შენი სხდომა რა შეიმჩნიე, რომ ადამიანები თავს იკლავენ …. რა რთული დასანახია ხელისუფლებიდან ის, რაზეც ოპოზიციაში ყოფნისას, ქვეყანას ჩამოანგრევდი! რა რთული დასანახები არიან გადიდკაცებული  პატარა კაცები!“, - წერს ჟურნალისტი. 

ცნობისთვის, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობის გამო, ბედის ანაბარად მიტოვებული დევნილების დროებითი საცხოვრებელი კორპუსის მესვიდე სართულიდან გადახტომიტ, 52 წლის აფხაზეტიდან დევნილმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა