„რუსეთის ფსბ ფილიალში მუშაობა ტეხავს“ - ელისო კილაძის მიმართვა სუს-ის პრეს სამსახურს

სულ ნახვები : 6,972
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჰოდა,(ძ) ვირფასო ნუცა-ბიაზი კაი ხანია გასკდა და ჟონავს ინფო“ - გაზეთ ,,ქრონიკა+“- ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში, სუს-ის პრეს სამსახურის ხელმძღვანელს ნუცა აბაშიძეს მიმართავს. 

კილაძემ პოსტი მას შემდეგ დაწერა, რაც გაირკვა, რომ საინფორმაციო სააგენტო CNews-ის და გაზეთ ,,ქრონიკა+“-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე, სადაც ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტებსა და მათი ქვეყნიდან გაყვანის საქმეზეა საუბარი აბაშიძემ ,,კილაძის ჭორები“ უწოდა და განაცხადა, რომ უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებდა. 

„სუსის ახლად გამოჩეკილმა პიარმა ნუცა აბაშიძემ (სტროფი რომ არ დაუწერია ცხოვრებაში და ქოცის პროტეჟედ მოხვდა სამსახურში), კილაძის ჭორებზე კომენტარს არ გავაკეთებთო.

რა ვიცი, წუხელ კი იყო დედის გინება და კეთილების მოკითხვა, დღეს დილიდან კი პასპორტების ასლების გამომტანის ძებნა და რა ვიცი, რა ვიცი... ჭორებზე გაისარჯეთ ასე?!

ჰოდა, (ძ) ვირფასო ნუცა-ბიაზი კაი ხანია გასკდა და ჟონავს ინფო.რუსეთის ფსბ ფილიალში მუშაობა ტეხავს. 

p.s.დანარჩენზე თვის ბოლოს,საკადრო ცვლილებების მერე ვილაპარაკოთ“, - წერს კილაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა