ანა წითლიძე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს

სულ ნახვები : 245
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც ზუგდიდში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან დაკავშირებით საუბრობს. 

წითლიძის თქმით, ადამიანები რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. წითლიძის განცხადებით აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი შუამდგომლობა, მან რამდენჯერმე დააყენა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. 


,,დევნილთა კომპაქტური ჩასახლებები ზუგდიდში. მხოლოდ ნაწილია.

ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობა - 13 ოჯახი.

კომბინატში, ყოფილი სასტუმროს შენობა- 6 ოჯახი.

კომბინატის ყოფილი ლა ტირის შენობა -35 ოჯახი.

ყველა მათგანი ნგრევადია. ყველა მათგანში ცხოვრება საშიშია. ყველა მათგანზე ჩვენი შუამდგომლობა არსებობს და ჯერჯერობით მაინც არაფერი. ახლა კიდევ ერთხელ დავაყენებთ შუამდგომლობას.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - პრიორიტეტები გაანაწილეთ სწორად. მთავარი უნდა იყოს მსგავსი კატეგორიის დაკმაყოფილება ბინით”, - წერს წითლიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა