Georgian Airways-ს 149 მილიონ დოლარად რუსული კონსორციუმი ყიდულობს?!

სულ ნახვები : 304
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართული ავიაკომპანიის Georgian Airways ფასი, თავიდან 155 მილიონი დოლარი გახლდათ. თუმცა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, აღნიშნული ნიშნული ჯერ 150, შემდეგ კი 149 მილიონ დოლარზე ჩამოვიდა. აღნიშნული ფასი, საერთაშორისო პარამეტრებითაც კი, საკმაოდ დაბალია, თუმცა, კომპანიამ მანამდე თავი ბანკროტად გამოაცხადა და  რეაბილიტაციის პროცესი ჩაუშვა. კომპანიის ამჟამინდელი ვალი 176 მილიონი ლარია 16 000 მგზავრის და ათეულობით სხვა კომპანიების წინაშე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბანკროტის სტატუსის ყველა პროცედურის წარმართვაში სახელმწიფომ მიიღოს მონაწილეობა.

ავიაკომპანია Airzena შეიქმნა  1993 წელს.  2004 წელს Airzena-ს გადაერქვა სახელი და დაერქვა  Georgian Airways.

დღეს-დღეობით Georgian Airways მთლიანად კერძო კომპანია გახლავთ. მისი  80%  ეკუთვნის ბიზნესმენს დავით გაიაშვილს, ხოლო  20% სს  Georgia Air Service, რომელსაც ფლობს ეთერ გაიაშვილი (90%) და სოფიო გვენცაძე (10%). რაც შეეხება საავიაციო ფლოტს, იგი შედგება  BOEING 737,  Embraer და CRJ თვითმფრინავებისგან.

როგორც Cnews - ს გახდა ცნობილი, სავარაუდო მყიდველებს შორის ორი კონსორციუმის და არც ერთი ქართული. ერთი გახლავთ რუსული, ხოლო მეორე აზერბაიჯანული ჯგუფი. 

ამ ეტაპზე ფასის საბოლოო ნიშნული დგინდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა