საქართველო გახდება ფინანსური ცენტრი - ნათია თურნავას ფიქრები ეკონომიკაზე

სულ ნახვები : 273
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ფინანსური ჰაბი“ - ასე წარმოუდგენია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას საქართველოს ეკონომიკური მომავალი, რომლის მოწყობის შესახებ ბრძანება, როგორც თავად განაცხადა ,,პირველი არხის“ ეთერში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა.

თურნავას თუ დავუჯერებთ, მმართველობის მეათე წელს, ,,ქართული ოცნების“ მესვეურებმა იოცნებეს და გადაწყვიტეს, რომ ქვეყნის ასაყვავებლად მაგალითი არაბთა გაერთიანებული საამიროსგან აიღეს.

თურნავას საოცნებო საქართველოს ეკონომიკურად გაძლიერების გეგმა ასე გამოიყურება:

,,საქართველო გახდება ფინანსური ცენტრი, ფინანსური ჰაბი, სწორედ აქეთკენ იყო მიმართული პრემიერ-მინისტრის ინიციატივა. მან დავალება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გასცა. ჩვენ ვიმუშავეთ, დავამუშავეთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი და განსაკუთრებით საინტერესოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებული ორი ფინანსური ზონა – დუბაის ფინანსური ცენტრი და აბუდაბის სპეციალური ფინანსური ზონა, საიდანაც ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეიძლება ჩვენთანაც იყოს გაზიარებული. მაგალითად, თუნდაც, ორიენტაცია ფინტეკზე და უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებზე საფინანსო სექტორში. აი სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“, - განაცხადა თურნავამ.

თურნავას შეფასებით, ქვეყანაში, სადაც ქართველ ბიზნესმენებს კორუფციულ გარიგებებში, ფულის გათეთრებასა და ქვეყნის გადატრიალების დაფინანსების მცდელობაშიც კი ადანაშაულებენ, ძალიან ნოყიერი ნიადაგია უცხოური ბიზნესისთვის.

,,საინტერესოა, რომ ეს არის საფინანსო, საბანკო, საბროკერო საქმიანობა და ა.შ. რომელიც მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ადგილებს ქმნის. რატომ წამოვლენ საქართველოში? – იმიტომ, რომ საქართველოში ყველაფერთან ერთად არის მაკროეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში, პოსტკოვიდურ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ გაცილებით დაბალია ბიზნესის კეთების და ცხოვრების დანახარჯები. არიან საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის აუდიტორები, ბუღალტრები, სხვადასხვა ტიპის სერვისების მომწოდებლები და სხვა, რომლებსაც შეუძლიათ, შედარებით ეფექტური და, არცთუ ისე მაღალი საფასურის სანაცვლოდ, ეს სერვისები გაუწიონ ფინანსურ ზონებში შემოსულ ახალ საერთაშორისო კომპანიებს. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება დეველოპმენტი, რადგან აქ უნდა აშენდეს თანამედროვე ტიპის შენობები, A კლასის საოფისე ფართები და ა.შ. ესეც არის განვითარება და, რაც მთავარია, იქნება ახალი სამუშაო ადგილები და შემოსავლები

მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის მიერ და იგივე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ აღინიშნება, რომ რეგიონში საქართველო რჩება ერთგვარი სტაბილურობის კუნძულად, თუ წერტილად. ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის არის საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, არის კონკრეტული რეფორმებისადმი ერთგულება და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ რეფორმატორული კურსისგან ყველაზე რთულ, პანდემიის პერიოდშიც კი არ გადაგვიხვევია. აქ არის პროგნოზირებადი მაკროეკონომიკური პოლიტიკა და ასე შემდეგ“, - განაცხადა თურნავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა