წიგნი 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - როგორ დააფეხმძიმა უფლისწულმა მიამიტი რაპუნცელი

სულ ნახვები : 489
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა დამატებითი საკითხავი სერია ბავშვებისთვის. სერია რამდენიმე ტომისგან შესდგება და ჰქვია „წიგნი ყველა ბავშვს“.  ერთ-ერთი ასეთ წიგნში, სახელწოდებით „რაპუნცელი“, მოხერხებული უფლისწულის მიერ ჭარხალ-ბოლოკას დაფეხმძიმების ამბავია დეტალურად მოთხრობილი.

ჯერ, წიგნიდან ამონარიდს გთავაზობთ:

„უცნობის დანახვაზე რაპუნცელი ჯერ დაფრთხა, მაგრამ უფლისწულმა ისეთი ტკბილი საუბარი გაუბა, რომ მალევე მიხვდა, მისგან საფრთხე არ ემუქრებოდა. თვითონაც გამოელაპარაკა და მალევე თავდავიწყებით შეუყვარდა.

დიდი ხნის განმავლობაში უფლისწული ყოველ საღამოს სტუმრობდა გოგონას ქალბატონი გოტელის უჩუმრად. ბოლოს დაქორწინდნენ კიდეც, მაგრამ გოგონა ვერ უმხელდა დედობილს ამ ამბავს. ეშინოდა, გამიჯავრდება, უცნობი, რომ სახლში შემოვუშვიო.

მაგრამ, ერთ დღეს კუდიანს რაპუნცელის წამოზრდილი მუცელი მოხვდა თვალში - გოგონა ბავშვს ელოდებოდა, და გამწარდა, როგორ თუ დამიმალეო.

განრისხებულმა რაპუნცელს ნაწნავები მოაჭრა, წაიყვანა ერთ უდაბურ ადგილას და ბედის ანაბარა მიატოვა”.

ამასთან დაკავშირებით CNews-ი განათლების ექსპერტს, ლელა მეტრეველს დაუკავშირდა:

_ ბავშვთა სქესობრივი განათლება საქართველოს სკოლებში ოფიციალურად დაშვებული არ არის და შესაბამისად, მსგავსი ხასიათის წიგნები, თუ ისინი განათლების სამინისტროს მიერ არ არის გრიფირებული, არ უნდა შევიდეს სასკოლო სწავლების პროგრამაში.

_ ეს დამატებითი საკითხავი წიგნია, მაგრამ სქესობრივ განათლებაზეც არ არის აქ საუბარი - რამდენად ჯდება საბავშვო ზღაპრის კონტექსტში?

_ ბავშვებისთვის განკუთვნილი ზღაპრის კონტექსტში არანაირად, რა თქმა უნდა, მაგრამ, დღეს გამომცემლობები ინდივიდუალურად არჩევენ ნიშას და გაურკვეველი კონტექსტის მქონე წიგნებს გამოსცემენ.

ავტორი: თამარ როსტიაშვილი, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა