დაკავებული მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების მოთხოვნა - ერგნეთში დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართება

სულ ნახვები : 216
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა ერგნეთში დღეს გაიმართება.

შეგახსენებთ ამ დრომდე ოკუპანტების იზოლატორებში 11-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე რჩება, საკითხიც სავარაუდოდ აღნიშნული კუთხით განიხილება.

დღემდე უცნობია დაკავებული ქართველი მებრძოლის მამუკა ჩხიკვაძე ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საუბარია ასევე, ინციდენტებზე, რომლებიც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და ზღუდავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილებას.

უცნობია ქართული მხარე ახსენებს თუ არა საერთოდ გუშინ სოფელ კირბალში რუსი ჯარისკაცების გამოჩენას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა