ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი მამუკა ჩხიკვაძე წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს

სულ ნახვები : 339
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მამუკა ჩხიკვაძე, კახა ნათაძე და ვალერი კანიაშვილი, რომლებიც ამ დრომდე ცხინვალის ციხეში რჩებიან,  „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა მოინახულეს.

„ის, რომ ჩვენს ორგანიზაციას აქვს წვდომა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებთან, ეს არის ორმხრივი კონფიდენციალური დიალოგის შედეგი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სწორედ ამ მიზეზით და უპირველესად თავისუფლებააღკვეთილი პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არ ვასაჯაროებთ ბარათების შინაარსსა და სხვა დეტალებს", - ამბობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სპიკერი, სოფო ელიზბარაშვილი.

ცნობისთვის, მამუკა ჩხიკვაძე თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოჯახმა დღემდე არაფერი იცის, დააყენებს თუ არა საკითხს ქართული მხარე ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე უცნობია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა