დევნილებზე ფართების გადანაწილების თაღლითური სქემა

სულ ნახვები : 287
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე გია ბურჯანაძე CNews-თან ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო ფაქტების შესახებ ჰყვება - თუ როგორ ხდება ბინების გადანაწილება დევნილებზე.

_ კონკრეტული სქემა არის შემუშავებული, რომლის მიხედვითაც, დევნილებს ბინებს აძლევენ არა მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით, არამედ თაღლითური სქემით.

_ რაში მდგომარეობს ეს სქემა?

_ თავიდანვე კანონმდებლობაში იყო ჩადებული, რომ ბინების დანაწილების შემთხვევაში პრიორიტეტული ჯგუფები უნდა გამოყოფილიყო და ფართებით დაკმაყოფილება მათგან დაწყებულიყო. არ უნდა აგერიოთ ეს სოციალურად დაუცველ კონტინგენტთან. პრიორიტეტი ენიჭებოდათ მათ, ვისაც საერთოდ არ ჰქონდა ბინა და ნათესავთან ცხოვრობდა. ამათ მოჰყვებოდა შეკედლებული პირები და მესამე - შესახლებული პირები, ჩვენ რომ ძალით შეჭრილებს ვეძახით. ახლა წარმოიდგენთ, ჩვენი ორგანიზაციის მიერ მოპოვებულ სტატისტიკას - უსახლკარო დევნილებიდან დაკმაყოფილებულია 2%, შეკედლებული დევნილებიდან - 11%, შესახლებული დევნილებიდან 9%. რაც შეეხება იმ დევნილებს, რომელზეც გაიცა დანარჩენი ფართები, ამ პროცენტული მაჩვენებლის გამოკლებით ყველა უზრუნველყოფილია დამატებითი ფართებით და ოჯახში სამსახურში დასაქმებული წევრებით.

_ ფართების გადანაწილების თაღლითურ სქემაში რას გულისხმობთ?

_ სამინისტროში დევნილებთან გარიგებები ხდება და მხოლოდ მათი ინტერესის სფეროში მყოფ პირებზე გაიცემა ძირითადად ფართები.

_ ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა?

_ კი ბატონო და ჩვენი ორგანიზაცია ამის კონკრეტულ ფაქტებს წარმოგიდგენთ ძალიან მალე.

ავტორი: თამარ როსტიაშვილი, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა