თეა წულუკიანს შეუძლია ჩაშალოს ორი თეატრის დირექტორის არჩევაზე გამოცხადებული კონკურსი

სულ ნახვები : 463
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით ორ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა.

თეა წულუკიანი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის და თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატებს, ხვალ, ხმაურიანი მიტინგის ფონზე დაასახელებს.

კონკურსის პირობებსა და ვადებზე კულტურის მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. თეატრის ახალ ხელმძღვანელად კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელიც 5 წელი მოღვაწეობს აღნიშნულ სფეროში. ან თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.

კანდიდატმა უნდა წარადგინოს თეატრის განვითარების კონცეფცია, მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების სპექტაკლების შეთავაზება და ა.შ. აღნიშნული გეგმა უნდა იყოს 4-წლიანი, რომლის სრულად შესრულებაზეც ახალი დირექტორი ვალდებულებას აიღებს სამინისტროს წინაშე.

მას შემდეგ, რაც კანდიდატების სია შევა წულუკიანთან, ის კანდიდატებს  შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატისა. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.

თუმცა, თეა წულუკიანს შეუძლია ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლის და თავიდან გამოცხადების. სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, მისთვის კანდიდატურის წარდგენიდან 1 თვის ვადაში მინისტრს წარუდგინოს შერჩეული კანდიდატი.

დღეს-დღეობით,  კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში 29 თეატრი მოქმედებს. მათგან, 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა 2022 წლის 1 იანვარს გაუვიდა. ამიტომ, სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა 13 თეატრში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა