საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელმა ორი ტურნირის შემადგენლობა დაასახელა

სულ ნახვები : 223
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის კალენდრით პირველი ტურნირი 28-30 იანვარს პორტუგალიის გრან პრი იქნება, ხოლო შემდეგ პარიზის გრანდ სლემია, რომელიც 5-6 თებერვალს გაიმართება.

28-30 იანვარს პორტუგალიის ქალაქ ალმადაში გასამართ გრან პრიზე ლაშა გუჯეჯიანმა თავდაპირველად ცხრა ძიუდოისტი დაასახელა. თუმცა, შემდეგ ყველა წონაა გააორა და ახლა 14 სპორტსმენით იქნება. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ პორტუგალიაში ჩვენი გუნდი ახალგაზრდული შემადგენლობით ჩავა:

გიორგი სარდალაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი (60 კგ); თენგო ზირაქაშვილი, საბა კაპანაძე (66); გიორგი ტერაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი (73); დიმიტრი გოჩილაიძე, გიორგი შერაზადაშვილი (81); ნიკა ხარაზიშვილი და იმედა გოგოლაძე (ორივე -90); გიორგი ბერიაშვილი, ომარ სისაური (100); საბა ინანეიშვილი და გიორგი ქავთარაძე (ორივე +100)

პარიზის ტურნირი კი, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია ძიუდოს სამყაროში. ამიტომაც საფრანგეთის დედაქალაქში გუჯეჯიანი თითქმის ყველა უძლიერეს ძიუდოისტის იახლებს. თუმცა, პარიზში არ იჭიდავებენ ლაშა ბექაური, ტატო გრიგალაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი.

გრან პრიზე ჩვენი გუნდი ასეთი შემადგენლობით წავა:

ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე (60); ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (66); ლაშა შავდათუაშვილი (73); ვლადიმერ ახალკაცი (81); ლუკა მაისურაძე (90); ბექა ღვინიაშვილი, ონისე სანებლიძე (100); გურამ თუშიშვილი (+100).

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები