ქართველი მსროლელების უმედლო დღე

სულ ნახვები : 220
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხორვატის ქალაქ ოსიეკში 20 იანვარს დაიწყო „დიდი პრიზის“ სარეიტინგო ტურნირი 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. ტურნირში ხუთი ქართველი მსროლელი ჩაება და მათგან ფინალში მხოლოდ ერთი მათგანი გავიდა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ქალთა შორის განსაკუთრებით კარგად გამოვიდა 17 წლის მარიამ ფროდიაშვილი, რომელმაც 30 მონაწილეს შორის 574 (97, 93, 96, 97, 97, 94) ქულით მე-5 შედეგი აჩვენა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. თუმცა, ნახევარფინალის პირველ სერიაში 93 ქულა აჩვენა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ვაჟთა შორის ნახევარფინალში გასვლამდე მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლები დააკლდა აკაკი მოსულიშვილს, რომელიც 575 ქულით მე-10 ადგილზე გავიდა. ნახევარფინალის ბოლო საგზური ასეთივე მაჩვენებლით აზერბაიჯანელმა რუსლან ლუნევმა მოიპოვა.

სხვა ქართველი მონაწილეების შედეგები ასეთია: 18.სალომე ფროდიაშვილი (563); 15.ლევან ქადაგიძე (572), 28.ცოტნე მაჭავარიანი (561).

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები