გოგა ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა

სულ ნახვები : 210
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ინდიანა პეისერსი აღარ ხუმრობს და ლოს ანჯელეს ლეიკერსის შემდეგ NBA-ს ერთ-ერთი მძლავრი ორგანიზაცია, გოლდენ სტეიტიც დაამარცხა – 121:117.

არადა, ინდიანელებს არ ჰყავდათ მაილს ტერნერი, დომანტას საბონისი, მალკოლმ ბროგდონი და კარის ლევერტი. შედეგად, გოგა ბითაძეს სასტარტოში ყოფნა მოუწია და მოედანზე 31:21 წუთი გაატარა. ჩვენებურს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა – 13 ქულა 9 (4 შეტევაში) მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება, რომელიც თვით სტეფ კარისთან გაახერხა.

ბითაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბითაძეს უფრო დრო მეტი მიეცემოდა, რომ არა ერთი არასწორი გადაწყვეტილება მოედანზე – ქართველმა ცენტრმა ორი ტექნიკური შენიშვნა მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება ძირითადი დროის ამოწურვამდე 8 რვა წუთით ადრე მოუწია. ჩვენებური ქართულმა ფიცხმა ხასიათმა დააღალატა, როდესაც პეიტონმა ბურთი თავს ზემოდან ჩაუგდო.

ინდანა პეისერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში 17 მოგებით და 29 წაგებით მე-13 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი, 23 იანვარს დასავლეთ კონფერენციის ლიდერ ფინიქს სანსთან გამართავს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები