საფეხბურთო კლუბ „თელავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

სულ ნახვები : 221
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საფეხბურთო კლუბ "თელავის" გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს. 35 წლის გიორგი ჭელიძე გუნდთან მუშაობას უკვე შეუდგა. 

გიორგი ჭელიძე 1986 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისში დაიბადა, ფეხბურთელობისას საკმაოდ შედეგიან თავდამსხმელს, მოთამაშის კარიერაც შთამბეჭდავი ჰქონდა - თბილისის "მერანი-91", თბილისის "ოლიმპი", თბილისის "თბილისი", ბათუმის "დინამო", მოსკოვის "ლოკომოტივი", ლუგანსკის "ზორია", ბოლნისის "სიონი", "ზესტაფონი", რუსთავის "მეტალურგი", ბაქოს "ნეფთჩი", თურქეთის "სამსუნსფორი", ისრაელის "სექცია", თბილისის "ლოკომოტივი"

გიორგი ჭელიძე უეფას უმაღლესი სამწვრთნელო კატეგორიის, პრო ლიცენზიის მფლობელია - მან სამწვრთნელო საქმიანობა 2016 წელს თბილისის "შევარდენი 1906"-ში დაიწყო, მერე კი ტყიბულის "მეშახტეს", ქობულეთის "შუქურას" და თბილისის "საბურთალო II"-ს წვრთნიდა.

შეგახსენებთ რომ საფეხბურთო კლუბი თელავი 2020 წლიდან ეროვნულ ლიგაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა