„ტოიოტა“ COVID-19-ის გამო წარმოებას აჩერებს

სულ ნახვები : 227
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მსოფლიოში უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ გამოაცხადა, რომ რამდენიმე დღით წყვეტს აწყობის ხაზებს იაპონიაში. კომპანიის ცნობით,  იაპონიის მასშტაბით 11 ქარხანაში მუშაობა დროებით ჩერდება და შესაბამისად მცირდება წარმოება.  

ახალი წლის შემდეგ, კომპანიის ქარხნებში COVID-ის შემთხვევები რეკორდულად  გაზარდა, ამ ეტაპისთვის საწარმოებში  დეზინფექცია მიმდინარეობს. 

ტოიოტას ქარხნებში პანდემიის ბოლო გავრცელებამდე, ჩიპების დეფიციტის გამო, თებერვალში დაგეგმილი იყო გლობალური წარმოების შემცირება 150 000 მანქანით 700 000 ერთეულამდე.  „გადასინჯვის შედეგად, 2022 წლის 31 მარტს დასრულებული ფისკალური წლის წლიური წარმოების პროგნოზი, სავარაუდოდ, უფრო დაბალი იქნება, ვიდრე წინა პროგნოზი იყო 9 მილიონი ერთეული“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა