მზად არიან ნებისმიერი ვერსია განიხილონ - თამარ კორძაია უკრაინაში ვიზიტზე

სულ ნახვები : 369
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თამარ კორძაია და ლევან ბეჟაშვილი, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, უკრაინაში შეხვედრებს სახალხო დამცველთან და პრეზიდენტი ზელენსკის წარმომადგენლებთან მართავენ.

კორძაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინისთვის პრიორიტეტულია და, მიუხედავად მძიმე პოლიტიკური ვითარებისა, რომელიც მათ ამ დროისთვის რუსეთან გააჩნიათ, მზად არიან სააკაშვილის თემით უფრო აქტიურად დაკავდნენ.

,,ყველა მიმართულებით მსჯელობენ და ფიქრობენ, აბსოლუტურად მზად არიან ნებისმიერი ვერსია განიხილონ და მოხდეს სააკაშვილის გამოყვანა რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან, მისთვის მკურნალობის კურსის გაგრძელება ციხეში დაუშვებელია. მიუხედავად უკრაინაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებისა რუსეთთან მიმართებაში, მიხეილ სააკაშვილი მაინც არის იმ ადამიანებისთვის პრიორიტეტული“, - განაცხადა კორძაიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა