მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების ნაწილი გამქრალია - ნიკა გვარამია

სულ ნახვები : 234
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანში გადაყვანის ეპიზოდის ამსახველი კადრების რაღაც ნაწილი გამქრალია, ამის შესახებ მან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

,,გლდანის ციხეში სააკაშვილის გადაყვანის კადრების, დაახლოებით 6:30 წუთი დროის მასალა არის გამქრალი, ეს არის სასწრაფოს ეპიზოდი. სასწარაფოდან გაყვანა რომ ხდება“, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, მისთვის და, ასევე, მიხეილ სააკაშვილისთვის საინტერესო იყო გორის ჰოსპიტალში გადაყვანის ეპიზოდი, თუმცა აღნიშნული მასალა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ჯერჯერობით მიწოდებული არ არის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა