სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ ზურაბ ქირიას დღეს დაკრძალავენ - გაგრძელდება თუ არა საპროტესტო აქციები?!

სულ ნახვები : 460
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ გარდაცვლილ ზურაბ ქირიას დღეს დაკრძალავენ. 

ტრაგიკული შემთხვევა 16 იანვარს მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, დევნილების მოთხოვნა ბინებით უზრუნველყოფის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ და დევნილთა სააგენტომ არ დააკმაყოფილა.

დაკრძალვაზე დასასწრებად საზღვარგარეთიდან ჩამოსვლა შეძლეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა - მეუღლემ და შვილმა. 

ცნობისთვის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საპროტესტო აქციები დროებით ზურა ქირიას დაკრძალვამდე შეაჩერეს. მათი თქმით, პროტესტს ორშაბათიდან ისევ გააგრძელებენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა