აშშ-ს ახალი სამხედრო დახმარების პირველი პარტია უკრაინას გადაეცა

სულ ნახვები : 1,266
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების პირველი პარტია უკრაინაში ჩავიდა, განცხადება ამასთან დაკავშირებით  კიევში აშშ-ს საელჩომ გააკეთა.

”დახმარების პირველი ტვირთი, რომლის უკრაინაში გაგზავნა პრეზიდენტმა ბაიდენმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, უკრაინაში ღამით ჩამოვიდა. ეს ტვირთი მოიცავს დაახლოებით 200,000 ფუნტი (90,7 ტონა) სასიკვდილო იარაღს, მათ შორის საბრძოლო მასალის უკრაინის ფრონტის დამცველებისთვის,“ - იტყობინება საელჩო Twitter-ზე. 

სამშაბათს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ აპირებს გააგრძელოს ახალი სამხედრო დახმარების გაგზავნა უკრაინაში, შემდგომი მიწოდება კი უახლოეს კვირებშია მოსალოდნელი. აღსანიშნავია, რომ მოსკოვმა არაერთხელ მოუწოდა ვაშინგტონს შეწყვიტოს კიევისთვის იარაღის მიწოდება.  თუმცა შტატები რა საკვირველია, რუსეთის მოწოდებას არ ითვალისწინებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები