უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში სროლით წვრთნები ჩაატარეს

სულ ნახვები : 108
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინელმა არტილერისტებმა დონბასში გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში საცეცხლე სწავლება ჩაატარეს, აღნიშნულის შესახებ  გაერთიანებული ძალების ოპერატიული შტაბის პრესცენტრი იტყობინება. 

"სამხედროებმა შეამოწმეს საარტილერიო დანაყოფების მზადყოფნა საბრძოლო ვითარებისას’’- ნათქვამია გაერთიანებული ძალების პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შტაბის ცნობით, სამხედროებმა განახორციელეს „ტერიტორიის დაცვა“. „გარდა ამისა, მსროლელებმა წარმატებით შეასრულეს დაკისრებული ამოცანები: მათ გაანადგურეს მტრის პირობითი აღჭურვილობა და პერსონალი და ასევე  მტრის ვერტმფრენები ასაფრენ ბილიკებზე“, - აღნიშნულია ვიდეო-რეპორტაჟში, რომელიც ასევე პრესცენტრმა გაავრცელა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები