იხარეთ მრავალჟამიერ ქალბატონო თეა - ქუთაისის ოპერის თეატრი წულუკიანს დაბადების დღეს ულოცავს

სულ ნახვები : 565
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ღირსეული მამულიშვილის" - ასე შეაფასა ქუთაისის ოპერის თეატრმა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაბადების დღის მისალოც ტექსტში, რომელიც თავიანთ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნეს. 

,,დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს ქალბატონ თეა წულუკიანს - ღირსეულ მამულიშვილს, გამორჩეულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ პიროვნებას, წარმატებულ მინისტრს. 

ვუსურვებთ დღეგრძელობას,  ბედნიერებას, ჩანაფიქრების ასრულებას. 

იხარეთ მრავალჟამიერ  ქალბატონო თეა", - ნათქვამია მისალოც ტექსტში. 

ცნობისთვის, ოქტომბრის თვეში ქუთაისის ოპერის ადმინისტრაციამ, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე თეატრში არ შეუშვა და განაცხადა, რომ მისთვის ოპერის თეატრის კარი, მხოლოდ მაშინ გაიღებოდა თუ კონცერტით ეწვეოდა ქუთაისს. 

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ თეა წულუკიანმა, კულტურის სფეროში განხორციელებული რეპრესიების გამო, ასობით ადამიანი, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ქართული საგანძური და ისტორია მომავალი თაობებისთვის შემოენახათ სამსახურის გარეშე დატოვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები