არნოლდ შვარცნეგერი ავარიაში მოჰყვა

სულ ნახვები : 394
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამერიკელი მსახიობი და პოლიტიკოსი არნოლდ შვარცენეგერი ავარიაში მოყვა, როგორც გამოცემა  TMZ იტყობინება, შვარცნეგერი იუკონის  ჯიპს მართავდა, როცა წითელ პრიუსს შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ იუკონში აირბალიშები გაიხსნა. ქალი, რომელიც პრიუსს მართავდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 CBS ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მსახიობმა წითელ შუქნიშანზე  გაიარა. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ შვარცენეგერი ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა