აშშ უკრაინაში საელჩოდან ხალხის ევაკუაციას გეგმავს - CNN

სულ ნახვები : 336
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კიევში აშშ-ის საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვა, უფლება  პერსონალსა და მათს ოჯახებს უკრაინის დატოვების უფლება მისცეს. როგორც ამერიკული ტელეკომპანია CNN იტყობინება, 

ვაშინგტონი  საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციას  სავარაუდოდ  მომავალ კვირას დაიწყებს. 

 "აშშ-ის საელჩომ კიევში დღეს სთხოვა სახელმწიფო დეპარტამენტს, დაუშვას საელჩოდან პერსონალისა და მათი ოჯახების ევაკუაცია. აშშ-მა აცნობა უკრაინას, რომ სავარაუდოდ მომავალ კვირას დაიწყებს ევაკუაციას"-  იტყობინება ტელეკომპანია.

მანამდე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები ესკალაციის ფონზე  უკრაინიდან ამერიკელი დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის სქემას განიხილავს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები