დავით ქართველიშვილი: ნაცების დაკვეთით ევროპარლამენტარებმა მორიგი ანტისახელისუფლებო სკანდალი ააგორეს

სულ ნახვები : 2,033
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შალვა პაპუაშვილის სკანდალს სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ექსპერტი დავით ქართველიშვილი ამტკიცებს, რომ ეს სკანდალი ნაციონალებმა და ევროპარლამენტარებმა ერთობლივად დაგეგმეს.

"ნაცების პირდაპირი დაკვეთით, სამმა ევროპარლამენტარმა ქალბატონმა თავისი მცდელობა არ დაიშურა, მორიგი ანტისახელისუფლებო სკანდალი აეგორებინათ და კიდევ უფრო დაეძაბათ ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში, ნაცვლად მშვიდობისმყოფელების როლის მორგებისა საკუთარ თავზე. 

ელემენტარული პროცედურული და ტექნიკური საკითხების მოგვარებამდე, რა დროსაც საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს უნდა გაეცნო თავისი ევროპელი კოლეგა და მასთან ერთად დაეგეგმათ მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და ამასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება - საკუთარ ყაიდაზე დაგეგმილი ფორუმი გამოაცხადეს და ისე ჩაშალეს კიდეც, რომ ამაში ხელისუფლების დადანაშაულება მოახერხეს.

მსგავს დამოკიდებულებას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან უკვე დიდი ხანია მიზანმიმართული ხასიათი აქვს, ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მაგივრად - ნაცსექტის დაკვეთით მიმდინარეობს დაუფარავი მავნებლობის კამპანია, რის გამოც თავმოყვარე ქვეყანაში, ამ ევროდეპუტატებს დიდი ხანია "შავ სიაში" შეიყვანდნენ.

,,ეს არის ბებერი მეძავი, რომელსაც ისე მოვექცევი, როგორც მე ჩავთვლი საჭიროდ" - ბრძანა თავის დროზე ევროპაზე ნაპოლეონმა. ,,მე კი უნდა გამეუპატიურებინა ევროპა, რათა დავუფლებოდი მას" - მხარი აუბა მას ჰიტლერმა. გასაგებია, რომ ეს არის ავტორიტეტული ევროპელების მოსაზრება საკუთარ საცხოვრებელ არეალზე და სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ყოველივე ამას ვეთანხმებოდე. მაგრამ...

...ერთადერთი რჩევა იმ ქალბატონ ევროპარლამენტარებს - მიხედეთ ამ თქვენს სასიცოცხლო არეალს! უამრავი პრობლემები გაქვთ საკუთარ წიაღში და უამრავ პრობლემებს უქმნით მეზობელ სახელმწიფოებს თქვენი მაპროვოცირებელი ქმედებებით", - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ქართველიშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები