ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპირველობა მოგებით დაიწყო

სულ ნახვები : 117
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

ნიდერლანდებში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის ფუნდმა, რომელიც ევროპირველობის დებიუტანტია, პირველ ტურში აზერბაიჯანის ეროვოვნულ გუნდს 3:2 მოუგო.

ნიდერლანდებში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის ფუნდმა, რომელიც ევროპირველობის დებიუტანტია, პირველ ტურში აზერბაიჯანის ეროვოვნულ გუნდს 3:2 მოუგო.

არადა, მატჩი ჩვენთვის ცუდად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა, უკვე მე-7 წუთზე მეტოქე 2:0 დაწინაურდა. თუმცა, ასათიანის გუნდი არ გატყდა. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ევროპირველობის სადებიუტო გოლი ელისანდრომ გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

შესვენების შემდეგ უპირატესობას ისევ ჩვენები ფლობდნენ: ჯერ არჩილ სებისკვერაძემ ითამაშა კარგად და ბრძოლაში ტექნიკური დარტყმით მოედანზე თანაფარდობა აღადგინა, ხოლო გადამწყვეტი გოლი თალესმა პენალტით გაიტანა, რომელიც აზერბაიჯანელთა კაპიტნის ხელით თამაშის გამო დაინიშნა.

დარჩენილ დროში მეტოქემ მეკარე მოედნის მოთამაშით შეცვალა და ბურთს უფრო აკონტროლებდა, მაგრამ საქართველოს ნაკრები თავს კარგად იცავდა და რამდენჯერმე გოლის გატანა მეტოქის ცარიელ კარშიც შეეძლოთ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფიდან გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

ჩვენივე ჯგუფის მეორე მატჩი ესპანეთსა და ბოსნიას შორის, მოგვიანებით დაიწყება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები