ყველას მოეთხოვება - ნინო ქათამაძე სანატორიუმ ,,ქართლის“ ტრაგედიაზე

სულ ნახვები : 356
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,, 30 წელი ცოცხლებშიც არ წერიხარ, მიუხედავდ ტანჯვისა და სასტიკი ცხოვრების ისტორიიისა“ - მომღერალი ნინო ქათამაძე, სანატორიუმ ,,ქართლში“ მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რომლის დროსაც 52 წლის აფხაზეთიდან დევნილმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ქათამაძის თქმით იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც იქ მცხოვრებ დევნილებს უკვე 30 წელია აწუხებს არის მარტივად მოგვარებადი, თუმხა ამისთვის ყურადღება არავის დაუთმია.

,, მთელი გულით ვიზიარებ -სანატორიუმ ქართლის 

ზურაბ ქირიას გარდაცვალების გამო

წარმოუდგენელი ტრაგედიაა.

როდესაც სანატორიუმის ფანჯრებიდან 30 წელი უყურებ  შენს ირგვლივ  თუ როგორ შენდება ათასობით კორპუსები,თან იმდენი რომ სუნთქვაც კი შეუძლებელია…

30 წელი ცოცხლებშიც არ წერიხარ, მიუხედავდ ტანჯვისა და სასტიკი ცხოვრების ისტორიიისა.

და ვინმეს გონია რომ ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იყო?!!!

ყველას მოეთხოვება!“, - წერს ქათამაძე.

ცნობისთვის, 16 იანვარს ტრაგიკულად გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილი დღეს დაკრძალეს. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა