მოუცლელობის გამო ხომ არ დატოვეს მიშელის შეთანხმებაც? - გრიგოლ გეგელია პაპუაშვილის ქმედებაზე

სულ ნახვები : 339
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია ,,ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია, ევროპარლამენტარების განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია რომ მათი ვიზიტი საქართველოში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მოუცლელობის გამო ვერ შედგა.

გეგელიას შეფასებით, მოუცლელობა კარგად წარმოაჩენს იმ პარტიის ინტერესებს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე მიეკუთვნება.

,, საინტერესოა, მოუცლელობის გამო ხომ არ დატოვეს მიშელის შეთანხმებაც? მოუცლელობის ბრალია კრემლის დაკვეთით მოკლულ ხანგოშვილზე დუმილი? მოუცლელობის ბრალი ხომ არაა ანაკლიისა და სხვა გეოპოლიტიკური მეგა-პროექტების ჩაძირვა? მოუცლელობის ბრალია, ქართველ ხალხს 300 მილიონის ოდენობოთ მაკროფინანსური დახმარება რომ დააკარგინეს, რადგან მართლმსაჯულების რეფორმის ნაცვლად პოლიტიკური დანიშვნები გააგრძელეს? ისიც მოუცლელობის ბრალი ხომ არაა "ქართული ოცნების" ლიდერები დასავლელ პარტნიორებს რომ თითის ქნევით და მუქარის ენით ესაუბრებიან? რასაც დღეს ხელისუფლება "მოუცლელობას" უწოდებს, სინამდვილეში ეს მისი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური არჩევანია, რომლის მიზანია საქართველოს სრული და საბოლოო დაშორება დასავლური პოლიტიკური ოჯახიდან. უნდა გვახსოვდეს, რომ ჟან მონეს დიალოგის ფორმატი პერსპექტიულ წევრ სახელმწიფოებში გამოიყენება. შესაბამისად, ამ კალიბრის ფორმატის უარყოფა საქართველოს ევროპული პერსპექტივის უარყოფა და დასუსტებაა. "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც თავისი ვიწროპარტიულ-პოლიტიკური ინტერესების გარდა სხვა საზრუნავი არ გააჩნია, დღეს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა საქართველოს საგარეო და ეროვნულ ინტერესსა და ჩვენ სახელმწიფოს, როგორც სანდო პარტნიორის რეპუტაციას. მაშინ როდესაც რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე კრიტიკული ვითარებიდან გამომდინარე დღეს “ქართული ოცნების” , - განაცხადა გეგელიამ. ხელისუფლება დღედაღამ მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან განსაკუთრებულ რეჟიმში თანამშრომლობას და კომუნიკაციას, ის ხელიდან უშვებს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პარტნიორებთან საუბრის შესაძლებლობასაც კი და მეტიც, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს ჟან მონეს იმ უაღრესად 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა