ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ფინალში ქუთაისს მეგა შეუერთდა

სულ ნახვები : 162
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მე-17 მემორიალის ტიტულს ქუთაისი და მეგა გაითამაშებენ. გადამწყვეტ მატჩს 25 იანვარს ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიური ქალაქი, ქუთაისი უმასპინძლებს.

მეგასა და ვერას მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველი ტაიმის შემდეგ ვერა 11 ქულით იგებდა. ვერელები სუპერლიგის ცხრილშიც უფრო მაღლა არიან და მატჩის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა. თუმცა, მეგა არ გატყდა. მესამე მეოთხედში მეგამ ორი ქულით შემცირა სხვაობა, ბოლო ათწუთეულში კი, მეტოქეს 36:20 აჯობა და თამაში სათავისოდ შეატრიალა – 106:99.

გამარჯვებულებს 29 ქულით ჯიმონ ჰენსონმა ულიდერა. კარგი მატჩი ჰქონდათ დემონტე ფლენიგანს (22 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი), ოთო ბულიავასა (16 ქულა, 12 მოხსნა 7 პასი) და დენგ აკოტს (14 ქულა, 9 მოხსნა). ვერელებს ვერ უშველა ზაკ ელისასია (35 ქულა, 11 მოხსნა) და დარელ ბრაუნის (30 ქულა) კარგად თამაშმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები