ირაკლი კობახიძის ახალი რუსული ალტერნატივა

სულ ნახვები : 4,681
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის დუმაში ამჯერად „ალტ ინფო“ და კონსერვატიულო მოძრაობა „ევროპელ სოციალისტებთან“ ერთად წავიდა. მართალია, ირაკლი კობახიძე ღიად აცხადებდა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ღიად პრორუსული ძალა აღარ იქნებოდა, „პატრიოტთა ალიანსისგან“ გამოყოფილი ოთხი ბიზნესმენი კი დასავლური ორიენტაციის პარტიას ქმნიდა, მაგრამ ფაქტია, რომ ახალ ფორმატში „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრებიც არიან წარმოდგენილი და რუსეთთან ურთიერთობის დალაგების პარალელურად, არც „ქართული ოცნების“ კრიტიკას ერიდებიან.

როგორც CNews-ს სახელისუფლო წყარომ აცნობა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ირაკლი კობახიძე ახალ, რუსულ პლატფორმას იმზადებს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს.

ეს პლატფორმა „ალტ ინფოს“, „კონსერვატიულ მოძრაობას“ და „ევროპელ სოციალისტებს“ გააერთიანებს. სიძულვილის ენა და ჰომოფობიური განცხადებები ირაკლი კობახიძის და „ალტ ინფოს“ პოლიტიკურ გემოვნებაში წამყვან ადგილზეა.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა