შერმადინმა მაკფადენს მოუგო

სულ ნახვები : 267
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მე-16 ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფე ჩვენი ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის, თად მაკფადენის მურსიას ესტუმრა. მასპინძლებმა 88:86 მოიგეს.

შერმადინი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 30 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა – 10 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება. შერმადინს მიზანი აერია და 11-დან მხოლოდ 4 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

მაკფადენმა კი, 21 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. თადმა 3-დან 1 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ტენერიფე 8 მოგებითა და 7 წაგებით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო მეტოქე სან პაბლო ბურგოსი ჰყავს, მურსია კი, 10 მოგებითა და ექვსი მარცხით მეოთხე პოზიციააზეა და 26 იანვარს, სარაგოსას გაეჯიბრება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა