ყველა გამოწვევა დავძლიეთ, რაც ერთი წლის მანძილზე ქვეყნის წინაშე იყო - ირაკლი ღარიბაშვილი

სულ ნახვები : 229
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ყველა კრიზისი არის დასრულებული“ - საქართველოს პერემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ყველნაირი სახის კრიზისი დასრულებულია და ამის გაკეთება გუნდურ მუშაობის პრინციპით ,,ქართულმა ოცნებამ“ შეძლო. ეს განცხადება პრერმიერმა ,,იმედის“- ეთერში გააკეთა.

პრემიერის საუბარს თუ კარგად გავაანალიზებთ, ძალიან მარტივად მივხვდებით, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მეთაური სხვადასხვა ქვეყანაზე საუბრობენ.

,,დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად დალაგებული ვითარება პარტიაშიც, მთავრობაშიც, მთელ გუნდშიც. გუნდი დღეს არის ერთიანი, მტკიცე, ძლიერი და ერთ-ერთი დიდი როლი ამ ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში მიუძღვის ირაკლი კობახიძეს. ჩვენ ვართ მეგობრები, თანამებრძოლები, ირაკლი არის ძალიან ღირსეული კაცი, განათლებული, წესიერი, გამოირჩევა თავისი კვალიფიკაციით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანმა გუნდმა ერთად დავძლიეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე იყო 1 წლის განმავლობაში. შედეგიც შთამბეჭდავია - ყველა კრიზისი არის დასრულებული, იქნებოდა ეს პოლიტიკური თუ სხვა კრიზისები, რომლებიც ქვეყანაში იყო შექმნილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო კვირების მანძილზე საქართველოში აქციების კასკადი იმართება, სადაც სხვადასხვა სფეროს და სოციუმის წარმომადგენელი, ერთი და იმავე მოთხოვნით, უკეთესი დღის იმედის დაბრუნებით გამოდის. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ სწორედ უიმედობა და სასოწარკვეთილება გახდა 52 წლის ზურა ქირიას თვითმკვლელობის მიზეზი 16 იანვარს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა