პაციენტის ოჯახის უმძიმესი ბრალდება კლინიკა რუსთავს

სულ ნახვები : 349
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კლინიკა ,,რუსთავს“ ერთ-ერთი ყოფილი პაციენტის ოჯახი, რომელიც საავადმყოფში პოსტ კოვიდური ფონის დროს გარდაიცვალა, კლინიკას უყურადღებობასა და არაპროფესიონალზმში ადანაშაულებს.

64 წლის გარდაცვლილი ქალბატონის შვილის, დავით ხარაზიშვილის განცხადებით, იმ დღეს, როდესაც სრულად გამოჯანმრთელებული დედა მას შინ უნდა წაეყვანა, აცნობეს, რომ პაციენტი გარდაიცვალა.

,,გამზადებული იყო სახლისთვის წამოსასვლელად, ყველაფერი მოხსნილი ჰქონდა, მაგრამ ჩათვალეს, რომ შარდის ბუშტის კათეტერი კვლავ უნდა ჩაედგათ მისთვის და სწორედ ეს გახდა საბედისწერო, რადგანაც უცოდინრობის გამო, ექთანმა დედას რაღაც დაუზიანა, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა“, - აცხადებს გარდაცვლილის შვილი ,,ტვ პირველთან“ საუბრისას.

რაც შეეხება პაციენტის მკურნალ ექიმის, მისი თქმით, პრეტენზების არსებობის შემთხვევაში, ხარაზიშვილის ოჯახს შეუძლია მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანოს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები