ქართველი პარლამენტარი ქალი უკრაინაში ჩავიდა - ნონა მამულაშვილი მებრძოლებთანაა

სულ ნახვები : 7,010
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ენმ“-ის წევრი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნონა მამულაშვილი უკრაინელ მებრძოლებთანაა:

„სხვა რა შემიძლია, მხარი რომ დავუჭირო უკრაინას“ - ამბობს “Cnews”- თან ნონა მამულაშვილი.

მისი ძმა მამუკა მამულაშვილი უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაურია.

„ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც უკრაინაში ჩავიდა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, პარლამენტარი ნონა მამულაშვილია, ნონამ მოინახულა ბელორუსის საზღვართან განლაგებული ქართველ მებრძოლთა ბატალიონი, საიდანაც რუსეთის პირველ დარტყმას ელოდებიან, გაამხნევა ბიჭები და ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანა, იყო ფრონტის წინა ხაზზე, სადაც პატარ-პატარა შეტაკებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ხვალვე უკრაინის მხარესთან ერთად, ერთობლივ პრესკონფერენციასაც გაიმართავს“, - აღნიშნავს ნონა მამულაშვილის მეგობარი ეკა ბუჩუკური.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები