რუსეთი ოკუპანტია! - წალენჯიხის საკრებულომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

სულ ნახვები : 403
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

წალენჯიხის საკრებულომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ოპოზიციური მუნიციპალიტეტის რჩეულებს რუსეთის ხსენება და მისი ოკუპანტად გამოცხადება არ შეშინებიათ.

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ წაიკითხა. საკრებულოს უმრავლესობა ტაშით შეხვდა რეზოლუციას.  საკრებულოს წევრებს უკრაინის დროშები და  პლაკატები ეკავათ.  

"ბატონებო და ქალბატონებო. 

წალენჯიხის მერია, ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს  სრულ მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში!

უკრაინის გარშემო რუსეთის მიერ ინსპირირებული მოვლენები საფრთხეს უქმნის  რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას!

 რუსეთის მხრიდან უკრაინის მიერ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანება და ამ უფლების სამხედრო პოლიტიკური ულტიმატუმით შეზღუდვა  კატეგორიულად მიუღებელია და ეს შეზღუდვა ეხება არა მხოლოდ უკრაინას არამედ  ქართველი ხალხის არჩევანს გახდეს ნატოსა და დასავლეთის ღირსეული ნაწილი.

რუსეთი ოკუპანტია!", - განაცხადა გია ხარჩილავამ.

წალენჯიხის საკრებულოს მიერ მიღებულმა რეზოლუციამ ოდნავ მაინც მოგვწმინდა ის სირცხვილი , რაც ,,ოცნებამ" გვაჭამა. მათ რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ჩაწერაც კი ვერ გაბედეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა