„არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, უკანონო მშენებლობა მოხდეს“ - კალაძე ორხევში ბინების დანგრევაზე

სულ ნახვები : 486
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ყველანაირი გაფრთხილება მიცემულია, არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო მიწების დატაცება მოხდეს და შემდეგ უკანონო მშენებლობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ,  ორხევში, 7 ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის დანგრევასთან დაკავშირებით  განაცხადა.

კალაძის თქმით, უსახლკაროებთან დაკავშირებით სპეციალური პროგრამა მოქმედებს. 

"ყველანაირი გაფრთხილება მიცემულია, არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო მიწების დატაცება მოხდეს და შემდეგ უკანონო მშენებლობა. თქვენ არაერთი ფაქტი იხილეთ ასეთი, როდესაც ჩვენი მხრიდან იყო შესაბამისი რეაგირება და ყოველთვის იქნება შესაბამისი რეაგირება. 

რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა, ეს იყო ჩემი საარჩევნო დაპირება და ყველა უსახლკარო ადამიანი, 400-მდე ასეთი სტატუსის მატარებელი ადამიანი გვყავს დედაქალაქში, უკლებლივ ყველა იქნება დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართებით", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს დილიდან ორხევის დასახლებაში მერიამ 7 ოჯახს საცხოვრებელი დაუნგრია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა