ექსპერტიზის ბიუროს პანდუსები არ აქვს - შშმ პირს განცხადება ქუჩაში დააწერინეს

სულ ნახვები : 211
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გურჯაანის ფილიალს ეწვია, თუმცა, ვერ შეძლო შენობაში შეღწევა, ვინაიდან, ბიუროს გურჯაანის ფილიალის შესასვლელში არ არის მოწყობილი პანდუსი,“ - ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს გურჯაანის ფილიალში, პანდუსის არარსებობის გამო, შშმ პირი ვერ შევიდა. მას შემდეგ, რაც მან ცხელ ხაზზე დარეკა და პრობლემის შესახებ აცნობა, ბიუროს თანამშრომელი მასთან ქუჩაში გავიდა და განცხადება იქ დააწერინა:

„ას შემდეგ, რაც განმცხადებელმა არსებული ბარიერის შესახებ ცხელი ხაზის ოპერატორს აცნობა, ბიუროს თანამშრომელმა მას ქუჩაში გაუტანა ცარიელი ფურცელი და მოკლედ დააწერინა განცხადების ტექსტი.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა დაადასტურა, რომ შენობა არ არის აღჭურვილი ეტლით მოსარგებლეთათვის საჭირო საშუალებებით. აქვე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიუროს ოფისების უმრავლესობა აღიჭურვა პანდუსებით; ასევე, დაგეგმილია გურჯაანის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების გადატანა სხვა შენობაში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე იქნება მორგებული.

ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა, რომ რამდენადაც მისაწვდომობის ვალდებულება უპირობოა, სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულების უგულებელყოფას გამართლება არ აქვს. გურჯაანის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების სამომავლოდ სხვა შენობაში გადატანა, არ შეიძლება ჩაითვალოს არსებული დისკრიმინაციული გარემოს გამამართლებელ ფაქტორად, რამდენადაც, სამომავლო ქმედება ვერ ჩაანაცვლებს ყოველდღიურ რეჟიმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დარღვევას", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა