პეტრე მამრაძე: „სააკაშვილის გარეშე ნაცმოძრაობა ბოკერიას პარტიას დაემსგავსება“

სულ ნახვები : 710
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის ყოფილ წევრს პეტრე მამრაძეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ნაციონალურ მოძრაობას განახლების პროცესი რაიმეს მოუტანს. როგორც მან CNews-თან საუბარში განაცხადა, ძველი კადრები სიახლეს ვერ შექმნიან.

"პარტია იწყებს განახლებასო, დიდ ამბით გამოგვიცხადეს ნაცებმა და პარტიულ თანამდებობაზე პეტრე ცისკარიშვილი და კობა ნაყოფია დანიშნეს. მაშინვე ვიფიქრე ნეტავ სადაა გია ბარამიძე, სრული ბედნიერებისთვის ნაცებს გია ბარამიძეღა აკლია", - ამბობს მამრაძე.

ნაციონალებმა გია ბარამიძისთვის თანამდებობა არ გაიმეტეს. პეტრე მამრაძის თქმით, ის პარტიაში არავის უყვარს რადგან იციან რომ მას ყვირილის მეტი არაფერი შეუძლია.

"ჟვანია მეუბნებოდა ბარამიძეზე, არის სრული იდიოტი, ყვირილის გარდა არაფერი შეუძლია, მაგრამ უფრო ერთგული თანამებრძოლი არ მყავსო", - აღნიშნა მამრაძემ.

პეტრე მამრაძის განცხადებით, დღეს ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ხარჯზე არსებობს მხოლოდ.

"ნაციონალებს მიშასთან ერთად ყოფნა აღარ უნდათ, მაგრამ მის გარეშე არაფერი აღარ იქნებიან. გიგა ბოკერიასავით დაემართებათ, რომელმაც ირწმუნა, რომ სააკაშვილს თუ გაემიჯნებოდა, რამეს მიაღწევდა. რასაც მიაღწია კარგად გვაჩვენა ბოლო ორმა არჩევნებმა. სააკაშვილის გარეშე ნაცმოძრაობა ბოკერიას პარტიას დაემსგავსება", - აცხადებს პარლამენტის ყოფილი წევრი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა