შემგუებლობა ფინანსური უზრუნველყოფის სანაცვლოდ - რა ხდება ალავერდის სამონასტრო კომპლექსში?

სულ ნახვები : 190
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„რას ეძებთ? რას გინდათ, რომ კუდი მოაბათ?“ – ასეთია ალავერდის სამონასტრო კომპლექსის წარმომადგენლის დედა მარიამის პასუხი CNews-ის მიერ დასმულ კითხვაზე, აქვს თუ არა პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ალავერდის მიმდებარედ 200 მეტრში, კომპანია ,,ბადაგონი“ სასტუმრო კომპლექსს აშენებს, რის შედეგადაც ძალიან მალე, ალავერდის სამონასტრო კომპლექსიდან ხედი საცურაო აუზსა და ბარ-რესტორნებზე გავა. 

სასულიერო პირის განცხადებით, მშენებლობასთან კავშირში მყოფი ყველა დოკუმენტაცია წესრიგშია და ამაზე მედიითაც ხაზგასმით იყო ნათქვამი. 

„მე რომ მირეკავთ, რომელი მშენებლობის მოთავე ვარ? ყველა დოკუმენტაცია რომ წესრიგშია ეს ითქვა მედიით, ყველა გამოვიდა სიტყვით და იმ სიტყვებში არის ახსნილი საკითხის ისტორია, თქვენ კიდევ რას ეძიებთ?“, - განუცხადა დედა მარიამმა CNews-ს. 

სამონასტრო კომპლექსთან არსებულ მშენებლობას, რომელიც საზეიმოდ დაიწყო და ამ ცერემონიალს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა, სასულიერო პირი გამართლებას იმითაც უძებნის, რომ მსგავსი რამ ხდება ყველგან, განსაკუთრებით კი დედაქალაქში. 

„მე ვცხოვრობ თელავის ღვთაების ტაძარში, სადაც ჩემი სენაკის სარკმლის წინ არის მთელი სამეზობლო და ათასნაირი დაწესებულება მაქვს ირგვლივ, როგორ შეიძლება მე პროტესტი მქონდეს? თბილისი ისე არის განლაგებული, რომ ყველა სალოცავის და ყველა მონასტრის ირგვლივ განლაგებული არის განაშენიანება, რას ეძებთ? რას გინდათ, რომ კუდი მოაბათ?“, - განაცხადა დედა მარიამმა. 

რატომ არ აქვთ სასულიერო პირებს პროტესტი მშენებლობასთან დაკავშირებით და რა საერთო ნიშან-თვისებას პოულობენ  სასტუმროს და სამონასტრო კომპლექსს შორის უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ კომპანია „ბადაგონი“ ალავერდის სამონასტრო კომპლექსს გარკვეულ თანხას გადაუხდის. 

ცნობისთვის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარედ 500 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, რაიმე სახის შენობა-ნაგებობის აშენება დაუშვებელია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა