ენმ საგაზაფხულო სესიაზე სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ხვალ დააყენებს - რა მოლოდინები აქვთ პარტიაში?

სულ ნახვები : 367
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ოპოზიციის მუშაობაზე ინება ყველაფერი დამოკიდებული“ - ხვალ 7 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ინიციირებას მოახდენს. 

როგორია მოლოდინები და აქვს თუ არა ენმ-ს წარმომადგენლებს სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის იმედი, ამის გასარკვევად საინფორმაციო სააგენტო CNews „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ანა წითლიძეს ესაუბრა. 

წითლიძის თქმით, მოლოდინი იმისა, რომ ოპოზიცია ამ საკითხში ერთიანი იქნება არის, რადგანაც აღნიშნული კომისიის შექმნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხება, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილის საქმე. 

„ვფიქრობ რომ ყველა ოპოზიციური პარტია ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს ერთიანი, რადგანაც საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამებას და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, ამიტომ მოლოდინი მაქვს ნამდვილად იმის, რომ ოპოზიცია სრულად დაუჭერს მხარს ამ ყველაფერს“, - განაცხადა წითლიძემ. 

მისივე თქმით, კანონმდებლობის მიხედვით კომისიის წევრთა უმეტესობა ოპოზიციის წარმომადგენლებით უნდა დაკომპლექტდეს და ამ შემთხვევაში სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული, როგორ იმუშავებს კომისია და რა საბოლოო შედეგს დადებს ის. 

„საგამოძიებო კომისიაში კანონის მიხედვით, უმრავლესობაში უნდა იყოს ოპოზიცია, შესაბამისად ოპოზიციის მუშაობაზე ინება ყველაფერი დამოკიდებული. რეალურად ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობის მთავარი მიზანი ის არის, რომ ფაქტები გახადოს კიდევ უფრო მეტად საჯარო, ის რაც ვიცით და ის რაც არ ვიცით ჯერ კიდევ. მათ შორის კადრებთან დაკავშირებით, როგორც იცით კადრების რაღაც ნაწილი წაშლილია. შესაბამისად ოპოზიციას აქვს ბერკეტი იმის, რომ ეს ფაქტები გამოიძიოს და გახადოს საჯარო“, - განაცხადა წითლიძემ CNews- თან საუბარში. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს პარტია ,,მოქალაქეები“ ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ხაზგასმით ისაუბრა. კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, თავიანთი პოზიცია გააჩნიათ პარტია ,,გირჩშიც“ იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ აღნიშნული კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ, მათ თავიანთი პირობები ექნებათ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა