ნათელაშვილს, ჯაფარიძესა და ხოშტარიას ხვალ შესაძლოა, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ

სულ ნახვები : 399
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხვალ, 7 თებერვალს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, ოპოზიციის სამი წარმომადგენლის ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილის და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებს. 

დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის მოტივი სხვადასხვაა, შალვა ნათელაშვილის და ელენე ხოშტარიას შემთხვევაში ეს, არასაპატიო გაცდენებს შეეხება, ხოლო ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში, ხაზარაძე/ჯაფრაიძე/წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი გამოჩენის გამოტანას უკავშირდება. 

დასკვნა, რომელსაც კომიტეტი ხვალ, განხილვის შემდეგ მოამზადებს, პლენარულ სხდომაზე განსახილველად 14-18 თებერვლის კვირაში იქნება წარდგენილი. 

ცნობისთვის, „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მისთვის უფლებამოსილების შეჩერება არაკონსტიტუციურია, ვინაიდან ის პარლამენტის სხდომებს ბოიკოტის გამო არ ესწრებოდა და ეს ყველასთვის ცნობილია, რაც შეეხება მისი პერსონის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს, ეს გამოწვეულია იმით, რომ პარტიის შიგნით ნათელაშვილის პარლამენტში შესვლის საკითხი აქტიურად განიხილება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა