ამირან გამყრელიძე: ინფიცირების რაოდენობის გაზრდასთან ერთად ლეტალობაც გაიზრდება

სულ ნახვები : 111
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ ამირან გამყრელიძემ ინფიცირების ახალ რისკებზე ისაუბრა.

"ამჟამინდელი მონაცემებით, გამოვლენის, ანუ დადებითობის მაჩვენებელი 30 პროცენტზე მეტია, შესაბამისად გაფართოებულია ტესტირება. დღეში 60 000 ტესტი ტარდება, თუმცა დღეს 73 000 ადამიანი დაიტესტა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ დავიცავთ რეგულაციებს, თავს ავარიდებთ თავშეყრის ადგილებს და რეგულარულად ვატარებთ პირბადეს. მედპერსონალის დასნებოვნებამ 3,31 პროცენტს მიაღწია დეკემბერში, იანვარში ეს მაჩვენებელი კიდე უფრო გაიზარდა. თავისთავად, როცა გვაქვს მაღალი ინფიცირება, ლეტალობაც გაიზრდება.მარტო იანვარში 390 000 ახალი შემთხვევა გვქონდა" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები