სააკაშვილი ოპოზიციაში არის ყველაზე მსხვილი ფიგურა - გიგი უგულავა ოპოზიციურ პარტიებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს

სულ ნახვები : 189
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი პოლიტიკოსია ვისაც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე სტაბილურად აქვს მინიმუმ 25%“ - თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის გზებზე საუბრობს.

უგულავას განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პარტია, რომლის ქოლგის ქვეშ უნდა მოხდეს სხვა პატარა პარტიების გაერთიანება, რათა ოპოზიციის ერთობლივი მაჩვენებელი, რომელიც ჯამურად ბოლო პერიოდში ჩატარებულ არჩევნებში ცხადად იკვეთება, რომ მმართველ პარტიაზე მეტია პროცენტულობით, წინა პლანზე წამოვიდეს.

მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლის ერთადერთი შანსი არის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, რადგანაც მას აქვს გარანტირებული და მყარი მხარდაჭერა ელექტორატის. 

„ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს. ასე მოხდება პარტიის გამრავალფეროვნება, ახალი ხალხისა და პოლიტიკურად აქტიური ჯგუფების პარტიაში მოზიდვა (შეგნებულად არ ვხმარობ სიტყვა განახლებას). ენმ დიდი პოლიტიკური მაგნიტია და თუ ის მოხსნის წინაღობებს, ის ბევრ ადამიანს მიიზიდავს.

თუ გვინდა ცვლილებები/რიგგარეშე ეს პროცესი, რომელიც მეტ-ნაკლებად, დაწყებულია, გასააქტიურებელია

ცალკე საკითხია/ტკივილია მიხეილ სააკაშვილი;

დიახ ტკივილი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანისთვის ფაქტი, სააკაშვილი ციხეში, პოლიტიკურის მიღმა, უბრალოდ სირცხვილია!

სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი პოლიტიკოსია ვისაც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე სტაბილურად აქვს მინიმუმ 25% (აქ სახელისუფლო ციფრებს არ ვეხები. ის ასტრონომიულია, მაგრამ ასევე სახელისუფლო რესურსიც ურევია). და ეს არნახული დევნის და შევიწროების პირობებში. ის ეპოქალური პირია საქართველოს ისტორიაში. მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება დაბრუნებული საქართველოში, გაემაიმუნებინა მთავრობა, წასული ციხეში, 50 დღიანი შიმშილობა - ყველაფერი ეს ისტორიული მოვლენებია. ფაქტია ქართულმა საზოგადოებამ ის ემოციურად დაიბრუნა. ამას რა პოლიტიკურ კონსტრუქციას დააშენებს სააკაშვილი, ამას მომავალი აჩვენებს, თუმცა ახლა მისი ციხიდან განთავისუფლება მტკივნეული და დროში ტევადი პროცესი იქნება. მას სტრატეგიული მოთმინება სჭირდება და ეს დრო უნდა გამოიყენოს მათი გულის მოსაგებად, ვისაც დღემდე ეშინია მისი. ეს შიშები ძირითადად ომს და ძალოვნებს უკავშირდება. ამასთანავე უკრაინის თემა მომდევნო წლებში სულ უფრო გადახლართული იქნება ჩვენს ბედთან. შესაბამისად, სააკაშვილმა მკაფიო უნდა გახადოს რას უპირებს თავის უკრაინულ კარიერას? ის უკვე 8 წელიწადია უკრაინულ პოლიტიკაშია. ეს ძალიან დიდი დროა. თითქმის იმდენი, რამდენიც პრეზიდენტი იყო საქართველოში. მისი სახელის ცნობადობა რეგიონში არნახულად მაღალია. მას იცნობს არა მხოლოდ პოლიტიკური კლასი, არამედ აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობა. ეს ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალია. საქართველოში ენმს მიერ 2020-ში მის პრემიერობის კანდიდატად დაყენებამ კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება გააჩინა. ქვეყანაში არაა 51% ამომრჩეველი ვინც სააკაშვილის პრემიერობას დაუჭერს მხარს. სააკაშვილს პრობლემები აქვს დასავლეთშიც. აღმოსავლეთ ევროპელი Strongman-ები კაჩინსკი, ორბანი ისედაც აშინებს ბრიუსელს. სამწუხაროდ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, უფრო სწორედ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მასზე არსებული ეს სტერეოტიპი შეერბილებინა. არადა, 2012-ში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მერე უკრაინის 8 წელი ამაში უნდა დაეხარჯა. 

ამდენად ახლა გვაქვს ვითარება, რომ სააკაშვილი ოპოზიციაში არის ყველაზე მსხვილი ფიგურა (და ასეთად დარჩება კიდევ კარგა ხანი), მაგრამ ის არაა კოალიციის მშენებელი. მის გარეშე არ არსებობს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ის ფორვარდია, მაგრამ მის გარშემო ივანიშვილის დასამარცხებლად აუცილებელი კოალიცია არ/ვერ იკრიბება“, - წერს უგულავა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები