კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ყველა ოპოზიციური პარტია და შემდეგ აბულინგონ ტელევიზიებით

სულ ნახვები : 108
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ოპოზიციური პარტიები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ოპოზიციამ ძალიან კარგად გაიზიარა ის მწარე გამოცდილება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში მოხვდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ყველა ოპოზიციური პარტია და მისი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, შემდეგ აბულინგონ ტელევიზიებით. ბევრი მაგალითი შეიძლება, მოვიყვანოთ, რა განცხადებებს აკეთებენ, როგორი ბულინგი მიდიოდა, როგორ ატერორებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, თუნდაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი. მაგალითად, ელისაშვილის პარტიის მაგალითი ავიღოთ, რა უქნეს ბიჭს, გადაუარეს, გაანადგურეს, ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, დღეს კი, თვითონ შებრძანდნენ პარლამენტში. ეს არის რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა  გიგი უგულავას ინიციატივაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდეს „ქოლგა პარტია“, რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები