რობოტი ძაღლები შეერთებული შტატების საზღვარს დაიცავენ - ინოვაცია მიგრანტების შესაჩერებლად

სულ ნახვები : 460
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დონალდ ტრამპმა  დაიწყო კედლის მშენებლობა,  ჯო ბაიდენის  პრეზიდენტობის პერიოდში კი, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, მექსიკასთან საზღვარზე რობოტ ძაღლებს გამოიყენებენ.  

შინაგან საქმეთა სამინისტრო პროექტზე  კომპანია Ghost Robotics-თან ერთად მუშაობს.  მათ შექმნეს  ოთხფეხა მეგობარი, რომელიც დაახლოებით 50 კილოგრამს იწონის, რობოტ ძაღლს  შეუძლია გადალახოს ყველა სახის რელიეფი, როგორიცაა ქვიშა, ქვები და კიბეები. 

ხელოვნური მესაზღვრეები ამჟამად სატესტო ფაზაში არიან. მათ  უახლოეს მომავალში ნამდვილ მესაზღვრეების გვერდით დგომა და მათი მხარდაჭერა მოუწევთ. 

მექსიკა-შტატების საზღვარზე რობოტი ძაღლების მობილიზაციის მიზანია, შეამციროს მესაზღვრეების სიცოცხლისათვის საშიში რისკები.  

აშშ-ს არმიის სხვადასხვა შესაძლებლობების ტექნოლოგიების საფუძველზე შემუშავებულმა რობოტმა ძაღლებმა ახლა უნდა დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ სხვადასხვა ამოცანების ადაპტაცია. 

მაგალითად, მათ შეიძლება  სხვადასხვა ტიპის კამერები დაამატონ: თერმული გამოსახულების კამერები, ზუმი ღამის ხედვის კამერები და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული სენსორები. 

რობოტ ძაღლებს მიგრანტები უკვე დაუპირისპირდნენ. ბევრს ეშინოდა, ბევრი გაოცებული იყო, ზოგმა სელფის გადაღება სცადა, თუმცა ამაოდ. 

ახალ ტექნოლოგიას კრიტიკა მოჰყვა ლტოლვილთა დამხმარეების საზოგადოებისგან.  აქტივისტმა და Juventud 2000 თავშესაფრის დირექტორმა ტიხუანაში, ხოსე მარია გარსიამ ადგილობრივ მედიაში თქვა, რომ  მესაზღვრეს, ადამიანს, ჯერ კიდევ აქვს გარკვეული სენსიტიურობა მიგრანტების მიმართ. მაგრამ რობოტი ამ მიმართულებით კატასტროფული იქნება.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა