ექსკლუზივი: საქართველოს კრიზისის განმუხტვაში აშშ ერთვება - ენტონი ბლინკენი თბილისში ჩამოსასვლელად მზადაა

სულ ნახვები : 20,473
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

CNews-ის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ელჩი კელი დეგნანისა და სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტისგან პირადად მოისმინა საქართველოში არსებული მდგომარეობა.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებული სერიოზულობით უკრაინა-რუსეთის გამწვავებული, თითქმის საომარი მდგომარეობამდე მისული სიტუაციის გამო ეკიდებიან.

CNews-ისთვის ვაშინგტონიდან მოწოდებული ინფორმაციით, სწორედ ამ ვითარებას და რეგიონში არსებულ მდგომარეობას გაუსვა ხაზი ელჩმა დეგნანმა ენტონი ბლინკენთან საუბრისას და აღნიშნა, რომ აუცილებელია, საქართველოში კრიზისი, რაც შეიძლება, სწრაფად დასრულდეს.

ენტონი ბლინკენმა მოისმინა რეკომენდაციებიც, რაც ითვალისწინებს:

ა) საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტს;

ბ) საქართველოში სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთი მოადგილის ვიზიტს;

როგორც CNews-ს ვაშინგტონიდან აცნობეს, სახელმწიფო დეპარტამენტს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელისგან მეტ- ნაკლებად განსხვავებული ხედვა აქვს, განსაკუთრებით არჩევნებსა და პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში მყოფ პირებთან მიმართებაში.

სახელმწიფო მდივანი შემოთავაზებულ რეკომენდაციებს დაეთანხმა, მათ შორის, თბილისში გამომგზავრებას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თეთრ სახლში კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.

CNews-ის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა ასევე, მოისმინა ევროპარლამენტარების განცხადების შინაარსი. სავარაუდოდ, შესაბამისი ტექსტი მომზადდება აშშ-იც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, სენატორებისა და კონგრესმენების სახელით გავრცელდება.

როგორც CNews-ს აცნობეს, სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლების ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ ოპოზიციის ნებისმიერი ფორმით იძულება - შევიდეს პარლამენტში, უარი თქვას ვადამდელ არჩევნებზე და ციხეში დარჩნენ პოლიტპატიმრები, ვერ განუხტავს ვითარებას. პირიქით, ეს გამოიწვევს ოპოზიციური ძალების მარგინალიზებას, რის შემდეგაც  პროცესებს სათავეში სამოქალაქო საზოგადოება და სავარაუდოდ, ახალი პოლიტიკური ძალები ჩაუდგებიან, რაც, ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, 2022 წლის შემოდგომაზე, მაინც ვადამდელი არჩევნებითა და დამატებითი პოლიტიკური რყევებით დასრულდება.

მიმდინარე კვირას, სახელმწიფო მდივანს საქართველოს თემაზე კონსულტაციები ექნება თეთრ სახლში, სადაც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით და შეთანხმდება ე.წ. საგზაო რუკა საქართველოში კრიზისის დასაძლევად.

საქართველოს მთავრობა მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ არაოფიციალური არხებით უკვე  ინფორმირებულია.

შეგახსენებთ :

ევროპელი მედიატორების მიერ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, Cnews-მა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია მოლაპარაკებების კულუარების შესახებ, სადაც ნათქვამი იყო, რომ  აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კენი დეგნანმა შარლ მიშელს და კრიტიან დანიელსონს, კარლ ჰარცელის თანდასწრებით განუცხადა, რომ თუ ევროკავშირი უახლოეს პერიოდში ვერ მოახერხებს კრიზისის განმუხტვას, სახელმწიფო დეპარტამენტი დაიწყებს მოქმედებას შესაბამისი გეგმის მიხედვით.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა