კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულოს” შემსრულებელი როსტომ საგინაშვილი გარდაიცვალა

სულ ნახვები : 218
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულოს“ შემსრულებელი როსტომ  საგინაშვილი გარდაიცვალა.

საგინაშვილი ცნობილი ქართველი ლოტბარი იყო. 

ქართული სიმღერის ლეგენდარული შედევრი „ჩაკრულო“ მისი შესრულებით კოსმოსში დაახლოებით 40 წლის წინ  გაიგზავნა.

„ნასას“ მიერ შერჩეული ეს სიმღერა კაცობრიობის საუკეთესო ნიმუშებთან, გამოსახულებებსა და  ხმებთან ერთად კოსმოსურ სივრცეებში მოგზაურობს.

როსტომ საგინაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დაიბადა.

 სხვადასხვა წლებში მღეროდა და ხელმძღვანელობდა მომღერალთა ანსამბლს.  როსტომ საგინაშვილის უნიკალური ხმა და შესრულება ქართველი ხალხის კულტურის ნაწილად დარჩა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა